Sunday, November 22, 2009

ქართული ფოლკლორი

პროექტის სახელი: ქართული ფოლკლორი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ, დაამუშავებენ ინფორმაციას ფოლკლორის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვებს ვაძლევ მოკლე ინფორმაციას ფოლკლორის შესახებ, შემდეგ პირველ ეტაპზე თვითონ მოიძიებენ დაწვრილებით ინფორმაციას. მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე: რა არის ფოლკლორი? სადაური სიტყვაა? მისი ჟანრები, მისი გამოყენება და დანიშნულება, მოკლე მიმოხილვა მსოფლიო ფოლკლორის შესახებ. ფოლკლორი ინგლისური სიტყვაა და ,,ხალხის სიბრძნეს” ნიშნავს, ფოლკლორის ჟანრებია: საქეიფო, საკულტო, საწესჩვეულებო, შრომის. ქართული ფოლკლორი მდიდარია სხვადასხვა სიმღერით: წინწყარო, ჩაკრულო,ჩელა, ლაზარე, ბატონები, ლილე, მუმლი მუხასაო, ურმულა, გუთნსიდედა. მათთვის საყვარელი ზღაპრის პერსონაჟი ,,ნაცარქექია” თურმე ფოლკლორიდანაა, ასევე ,,ამირანიანი”, ხოლო ,,ბაბა-იაგა” - სლავური ფოლკლორიდან, ,,ბილინები”რუსული პერსონაჟია. მეორე ეტაპზე ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ, მოძიებულ ინფორმაციას და მოხდება პრეზენტაცია.
მოსწავლეთა ასაკი: 9- 10 წ. (4- კლ.) პარალელური კლასები
ვადები / ხანგრძლივობა: 1- 2 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ინფორმაციების მოძიება, რაც შეიძლება ბევრი ლექსი მოიძიონ, საკუთარი ბიბლიოთეკებიდან და ისტ- ტექნოლოგიების მეშვეობით, შექმნიან ტესტებს, კლასში მოხდება კლასის ჟურნალის შედგენა, ხდება საკლასო დისკუსიები, მეტი დაინტერესება ფესტივალების ,,არტ-გენი” ,,ჩვენებურები” რომელიც იმართება ყოველწლიურად, რაც მიზნად ისახავს ქართულ დიასპორებთან კულტურულ კავშირების აღდგენასა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ ფოლკლორის ირგვლივ, მეტი შეხება ექნებათ წიგნთან, კომპიუტერთან,
სამუშაო ენა: ქართული
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ- ტექნოლოგიები, ინფორმაციის მოძიება,ფოლკლორის ისტორია, კავშირი ისტორიასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან, მუსიკასთან.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ეს პროექტი შეიძლება განხორციელდეს სკოლებში, ჩატარდეს კონცერტი, რითაც დავეხმარებით ხელმოკლე მოსწავლეებს , რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი გვყავს კლასებში. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია ადამაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა :ladamashvili57@gmail.com